background

ჩვენ შესახებ

SALESMAN-მა ფუნქციონირება დაიწყო 2025 წელს და ჩვენი მიზანია ყველა კომპანიას მივცეთ ციფრული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.

დღეს ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება ციფრული არხები, პარტნიორები და სხვადასხვა მარკეტინგული სერვისით უზრუნველყოფა, თუმცა დღევანდელ პირობებში ყველას არ შეეძლო ესარგებლა ამ ყველაფრით, რადგან ბაზარზე არსებული ციფრული სააგენტოები არარეალურად მაღალ თანხებს ითხოვენ.

ჩვენ კი მზად ვართ ეს ყველაფერი რეალურ ფასად შემოგთავაზოთ და მეტიც - მათ არ ვგავართ, ყოველ წვრილმანში რომ თანხას ითხოვენ.

ხშირად კომპანიებს აქვთ შიში, რომ ციფრულ სააგენტოსთან კომუნიკაცია დაკავშირებულია ისეთ ხარჯებთან, როგორსაც ისინი ვერ გაწვდებიან, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ასე რომ არაა თავად დარწმუნდებით.

ჩვენთვის პრიორიტეტია ადამიანობა, ნდობა და კეთილსინდისიერება და ამ პრინციპებს მკაცრად ვიცავთ. "ჩვენ შესახებ" გვერდზე განთავსებული კონტენტიც შეგვეძლო სხვა ციფრული სააგენტოების მსგავსად გაგვემდიდრებინა ტექნიკური ტერმინოლოგიითა და მაღალფარდოვანი სიტყვებით, თუმცა არა - ეს ჩვენი გზა არ არის და თქვენთან ურთიერთობისას პირველ რიგში უბრალოებას და ადამიანურობას ვანიჭებთ უპირატესობას.

- ამიტომ სანამ ჩვენ დაგვიკავშირდებით გაითვალისწინეთ, რომ უკავშირდებით ხალხს, ვინც მოგისმენთ, თქვენთვის გასაგებ ენაზე გაგარკვევთ ყველაფერში და ვინც ბიზნესის წარმომადგენელს "ფულის ტომარასავით" არ უყურებს!

შეიძლება თქვენ კარგად ვერ ერკვეოდეთ ციფრულ სამყაროში და ტერმინოლოგიაც არ იცოდეთ, თუმცა ეს ნორმალურია და ნუ მოგერიდებათ ჩვენთან დაკავშირება ხართ მსხვილი თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და მორიდების გარეშე გვკითხეთ ყველაფერი, ჩვენ კი ყველაფერს აგიხსნით და გაგარკვევთ.