background

SALESMAN

შენი ციფრული პარტნიორი

დაგვიკავშირდით

მოკლედ ჩვენზე

ჩვენ გთავაზობთ კორპორატიული გაყიდვების ზრდას და ციფრულ მომსახურებას.

შენ იქ ხარ, სადაც არ გატყუებენ - SALESMAN-ის შექმნის იდეა დაიბადა ბაზარზე ციფრულ სერვისებზე შეუსაბამოდ მაღალი ფასების გამო.

შეიტყვეთ მეტი »
device

კანონთან შესაბამისობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

GDPR

როგორც მრავალ ქვეყანაში, საქართველოშიც 2025 წლიდან გამკაცრდა კანონი მარკეტინგული შეტყობინებების SMS და EMAIL-ზე ( მათ შორის WhatsApp და ა.შ ) გაგზავნასთან დაკავშირებით.

ამიტომ კორპორატიული გაყიდვების პასუხისმგებლობას თითქმის არ იღებენ კომპანიები.

- ჩვენ ეს ყველაფერი არ გვაშინებს, რადგან ყველაფერს პროფესიონალურად ვუდგებით.

law

- ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისად და უდიდესი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს საქმეს.

კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით კომპანიებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და ხელსაწყოები ეფექტურად მუშაობისთვის.

შემუშავებული გვაქვს კავშირის ისეთი ფორმები, რომ არ შევაწუხოთ კომპანიები, ვითვალისწინებთ Unsubscribe ფუნქციის არსებობას და ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ.

ჩვენი სერვისები

თქვენ შეგიძლიათ ინდივიდუალურად შეარჩიოთ მხოლოდ ის სერვისები, რომლებიც ახლა გჭირდებათ

კორპორატიული გაყიდვები

30 000-ზე მეტი მხოლოდ აქტიური კომპანია.

ფილტრაცია კომპანიის ტიპის, ლოკაციისა და სხვა კრიტერიუმებით.

კომუნიკაცია სტანდარტული გზებით + სოციალურ მედიაში.

შეიტყვეთ მეტი
1200 ₾
SEO მომსახურება

საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია. ვებსაიტის განთავსება საძიებო სისტემებში, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა, On-Page SEO ( ვებსაიტის სტრუქტურა, კოდი, ანალიტიკური ხელსაწყოების ინტეგრირება და ა.შ ), Off-Page SEO + ტექნიკური SEO.

შეიტყვეთ მეტი
800 ₾ თვეში
Linkedin-ის მართვა

ბიზნეს-გვერდის შექმნა, ბიზნესის რეგისტრაცია, ვერიფიკაცია, კონტენტის მომზადება, გამომწერების მატებაზე ზრუნვა.

შეიტყვეთ მეტი
შეთანხმებით
სოციალური მედიის მენეჯმენტი

Facebook, Instagram, Youtube, TikTok და სხვა არხების მართვა. Reels-ების აწყობა და ა.შ

შეიტყვეთ მეტი
250 ₾-დან
საიმიჯო ვებსაიტის შექმნა/მართვა

თქვენი კომპანიისთვის თანამედროვე, ყველა მოწყობილობის ეკრანზე ადაპტირებადი დიზაინის მქონე ვებსაიტის შექმნა.

შეიტყვეთ მეტი
50 ₾ თვეში
QR კოდის და ელ.მენიუს შექმნა/მართვა

ჩვენ შევქმნით მენიუს თქვენი რესტორნისთვის, სწრაფი კვების ობიექტისთვის და ა.შ. გათვალისწინებული იქნება თქვენი კომპანიის დიზაინი, ფერები და ა.შ.

შეიტყვეთ მეტი
80 ₾ თვეში
მიკრო-ვებსაიტი

თუ ხართ დამწყები კომპანია ან თქვენი კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ ვებსაიტით სარგებლობისთვის ჯერ მზად არ ხართ ან არ გაქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები მაშინ ეს სერვისი თქვენთვისაა

შეიტყვეთ მეტი

საფეხურები

- კორპორატიულ გაყიდვებთან დაკავშირებით ჩვენი კლიენტები თავიდან ხშირად გვეკითხებიან თუ როგორ ხდება თანამშრომლობა და რას ვთავაზობთ მათ.

გვიკავშირდებით

Image

ვისმენთ თქვენს მიზნებს, ვსწავლობთ ყველაფერს თქვენი კომპანიის, სერვისებისა და პროდუქტების შესახებ.

ვიკვლევთ სამიზნე აუდიტორიას

Image

გარდა იმისა, რომ ინდივიდუალურად ვიკვლევთ სამიზნე აუდიტორიას, ასევე გიგზავნით 1000-მდე კატეგორიას და შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ სამიზნე იდნუსტრიის წარმომადგენელი კომპანიების კატეგორიები ( მაგალითად ტურისტული სააგენტო, საავტომობილო დილერი, რესტორანი და ა.შ - ვისთანაც გსურთ რომ გავგზავნოთ შეთავაზებები ).

ვქმნით მარკეტინგულ კამპანიას

Image

პირველ რიგში ვამუშავებთ თქვენს შეთავაზებას მარკეტინგულად ( ასევე ვქმნით სპეციალურ PDF ბროშურასაც, სადაც თქვენი კომპანიის დიზანით წარმოვადგენთ შეთავაზებას ). ყველაფერს ვათანხმებთ თქვენთან და თქვენი დადასტურების შემდეგ ვიწყებთ კომპანიებისთვის შეთავაზებების გაგზავნას.

გაწვდით ინფორმაციას

Image

ყოველკვირეულად გაწვდით ჩვენი სამუშაოს შესახებ ინფრომაციას და ამავდროულად ვაკვირდებით შეთავაზების ეფექტურობას. გაძლევთ რჩევებს და რეკომენდაციებს და ვზრუნავთ თქვენი კომპანიის იმიჯზე ციფრულ სამყაროში.

image

დაკავშირების მეთოდები

ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გამოვიყენოთ კორპორატიული ზრდის მიზნით ყველა შესაძლო გზა - სატელეფონო კომუნიკაცია, მეილზე კომუნიკაცია და ა.შ, თუმცა ჩვენ პირდაპირ ტელეფონზე არ ვუკავშირდებით ბიზნესის წარმომადგენლებს, რადგან ეს ხშირად იწვევს ნეგატიურ დამოკიდებულებას. კომპანიებს ხშირად ურეკავენ სხვადასხვა შეთავაზებების მიზნით და ეს ხშირად იწვევს აგრესიულ უკუკავშირს.

ჩვენ გამოვნახეთ სრულიად ახალი საკომუნიკაციო გზა კომპანიებთან დასაკავშირებლად და ეს გვაძლევს უკუკავშირის 99%-ან შედეგს.

დაკავშირება Facebook-ზე

ჩვენ გვაქვს საქართველოში არსებული 1000-ზე მეტი ინდუსტრიის წარომადგენელი 30 000-ზე მეტი კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ყოველდღიურად აქტიურობენ სოციალურ მედიაში - ამიტომ ჩვენ შევქმენით კომპანიებთან კომუნიკაციის სრულიად ახალი გზა და ვფოკუსირდით Facebook-ზე.

მას შემდეგ, რაც კომპანიები ინტერესდებიან ჩვენ უკვე ვუკავშირდებით მათ წარმომადგენელ შესაბამის პირებს, ვაცნობთ თქვენს პირობებს უკეთესად და ვამისამართებთ თქვენთან.

დაკავშირება ელ.ფოსტით

ჩვენი დაკვირვების მიხედვით საქართველოში მცირე ზომის კომპანიები ნაკლებად კითხულობენ ელ.ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებებს, თუმცა თითქმის ყველა წამყვანი კომპანია ეცნობა შეთავაზებებს მეილზე - ამიტომ ჩვენ ვიყენებთ Email მარკეტინგს კომპანიებთან საკომუნიკაციოდ და მათთან შეტყობინებებს ვაგზავნით თქვენი კომპანიის დიზანით შექმნილი სპეციალური Email შაბლონებით.

ვმუშაობთ პროფესიონალურად

ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო გზას შეთავაზებისას თქვენი კომპანიის სანდოობის გასაზრდელად.

მეილი თქვენი კომპანიისთვის

ჩვენი ვებსაიტის ( ssm.ge ) დომენით ვქმნით თქვენი კომპანიის Email-ს - მაგალითად company_x@ssm.ge და ასე ვაგზავნით შეთავაზებებს ( ეს ზრდის სანდოობას და გვეხმარება ეფექტურად ვმართოთ კომუნიკაცია ), ხოლო დადებითი უკუკავშირის შემთხვევაში კომპანიებს ვამისამართებთ თქვენთან.

PDF ბროშურა

ჩვენი დაკვირვებით საჭიროა თითოეული შეთავაზების PDF ფორმატში მომზადებაც, რომ თუ კომპანიას დავუკავშირდით Facebook-ზე - სოციალური მედიის მენეჯერს თავის მეილზე მივაწოდოთ ბროშურა და ის გადაამისამართებს შესაბამის პირთან, რაც ძალიან კომფორტულია.

Landing გვერდები

სპეციალურად თქვენი კომპანიისთვის ვქმნით შეთავაზების ე.გ Landing გვერდს ჩვენს ვებსაიტზე და მეილზე გაგზავნილ შეთავაზებას თან ვურთავთ ამ გვერდის ბმულს - თქვენი კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად ( გვერდის შექმნა ხდება თქვენთან შეთანხმებით - თუ უკვე გაქვთ ვებსაიტი შეიძლება ეს საჭირო არ გახდეს ).

პაკეტები

სურვილისამებრ შეგიძლიათ ასევე შეარჩიოთ სასურველი პაკეტი

დამწყები
800

ფიქსირებული + ბონუსი

  • კორპორატიული გაყიდვები
  • 24/7 მხარდაჭერა
პარტნიორი
1200

ყოველ თვე ( ფიქსირ. )

  • კორპორატიული გაყიდვები
  • მიკრო-ვებსაიტი
  • 24/7 მხარდაჭერა
VIP
პრემიუმი
2000

ყოველ თვე

  • კორპორატიული გაყიდვები
  • SEO მომსახურება
  • ვებ მომსახურება
  • 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა
ბიზნეს+
3500

ყოველ თვე

  • კორპორატიული გაყიდვები
  • SEO მომსახურება
  • Linkedin-ის მართვა
  • სოციალური მედიის მენეჯმენტი
  • ვებ მომსახურება
  • კონტენტის მენეჯმენტი
  • 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა

ხშირად დასმული კითხვები

რამდენ პროცენტს იღებთ გაყიდვებიდან?

- ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნდობა და ამიტომ გიტოვებთ სრულ თავისუფლებას პროცენტის გადახდისას.

თუ გამოხმაურება არ იქნება შეგვიძლია კონტრაქტის დარღვევა?

- დიახ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ კომპანიასთან არ გვქონდეს კონფლიქტი და ამიტომ ნებისმიერ დროს კონტრაქტის გაუქმების შემთხვევაში არათუ პრეტენზია არ გვექნება, არამედ კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხასაც კი არ გადაგახდევინებთ.

როგორ გავიგოთ, რომ ნამდვილად აწვდით ინფორმაციას სამიზნე კომპანიებს?

- ყოველი კვირის ბოლოს გაწვდით ინფორმაციას, თუ რამდენ კომპანიას მივაწოდეთ ინფორმაცია და ასევე იმ კომპანიების სიას, რომლებმაც უარი განაცხადეს თანამშრომლობაზე.

საცალო გაყიდვებზეც მუშაობთ?

- არა, ჯერჯერობით საცალო გაყიდვებზე არ ვმუშაობთ, თუმცა ვამუშავებთ სპეციალურ პლატფორმას და მალე საცალო გაყიდვების სერვისსაც შემოგთავაზებთ.

რატომ SALESMAN?

იმიტომ, რომ SALESMAN გთავაზობთ ეფექტურ, მაღალი ხარისხის მომსახურებას რეალურ ფასად.

- ჩვენ გვაქვს კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციის სრულიად ახალი გზა - Facebook-ზე კომუნიკაცია.

SALESMAN გუნდი ზრუნავს არამხოლოდ შეთავაზებების გაგზავნაზე, არამედ თქვენი კომპანიის იმიჯზეც და შესაბამისად გთავაზობთ ისეთ ექსტრა სერვისებს, როგორებიცაა მეილის შაბლონების შექმნა, Landing გვერდების შექმნა, მიკრო ვებსაიტების შექმნა, PDF ბროშურის შექმნა და ა.შ

რას ნიშნავს SALESMAN-თან თანამშრომლობა?

- ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თქვენ ზოგავთ დიდ ფინანსურ ხარჯებს, დროს და ენერგიას და რაც მთავარია - თქვენ გყავთ კორპორატიული გაყიდვების გუნდი, რომელიც ითვალისწინებს თქვენს მითითებებს და ემსახურება თქვენს მიზნებს.

ციფრულ სამყაროში გყავთ გამოცდილი მეგობრები, რომლებიც ნებისმიერ პრობლემას გადაგიჭრიან.

ჩვენი ინტერესები ერთიანდება - გაზარდოთ კორპორატიული გაყიდვები და შეიძინოთ ახალი პარტნიორები - ხდება ჩვენი მიზანიც.

background

დაინტერესდით ჩვენთან თანამშრომლობით?

დაგვიკავშირდით