
8(26) აპრილი – ლაზარეს შაბათი. მკვდრეთით აღდგინება მართლისა ლაზარესი, უფლის მეგობრისა, ოთხთა(4) დღეთა საფლავში მდებარისა. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.
9 აპრილი- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა.
ხარება
( 7 აპრილი/ 25 მარტი ძვ. სტ.)
აუწყენდით ქვეყანა სიახარულისა დიდისა, აქებდით ზეცისა ღვთისა დიდებისა.
კიდიბანსა მას სჯუკისასა ვერ შეეხებოდა ხელი ყოველთა, ხოლო აქა დღეს ბაგენი ჩვენ მორწუნეთანი ხმითა დაუდუმებითა ესრეთ გაბრიელის თანა ვიტყუედით:
გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალო შენთანა.
“ მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი. ქალწული მარიამთან შევიდა და უთხრა: გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის.” – წმ.მოც. ლუკა (26-28)
7 აპრილი-2023 წელი
“ხოლო თქვენ, ვინც
მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს. აკურთხეთ თქვენს მაწყებრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფლთათვის”- წმ.მოც. ლუკა (6-27-28)
ჩვენ მოკვდავთ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქრისტესთვის ვყოთ, რამეთუ თუ ხარება ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ადამიანთან ჩამოვიდა.
თითოეული ქრისტიანი მოციქულებისამებრ უნდა ვიყოთ ღვთის ელჩები დედამიწაზე…
ამბობს სარწუნოებრივი მოძრაობის “ქრისტეს კეთილი მეომრის” ერთ ერთი დამფუძნებელი ღვთის მსახური : გიორგი კავკასიელი( კერვალიშვილი)
პს 2023 წლის 9 აპრილს დღის 13 ( ცამეტ)საათი გაიმართება პარლამენტის შენობის წინ მიტინგი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ყველა უღალატო ქართველს ვიწვევთ.
კომენტარები