ჯეგე-მისარონის კულტის შესახებ
ჯეგეს თანამედროვე სამეგრელოში წმიდა გიორგის უწოდებენ და მამაკაცის სახელიცაა (ისევე როგორც გიორგი).
ქრისტიანობამდე, როცა მითრაიზმი უფრო მეტად იყო ფესვგადგმული ჩვენში, ჯეგე-მისარონი ითვლებოდა კოლხეთის უძლიერეს ღვთაებად, ასოცირდებოდა სინათლესთან, სითეთრესთან, მთვარესთან. მის ერთ-ერთ ტოტემურ ცხოველად მგელი ითვლებოდა. ქრისტიანობის შემოსვლასთან ერთად ჯეგე-მისარონი წმიდა გიორგის კულტს შეერწყა, თუმცა დღემდე შემორჩა მისი სახელობის რიტუალები სამეგრელოში: მაგ. მირსობა, ალერტობა,.. ილორის წმიდა გიორგი (მდებარეობს სამურზაყანოში და ახლა აფხაზების ტერიტორიაზეა) მთელი დასავლეთ საქართველოს უძლიერეს სალოცავად ითვლებოდა. მარტის ძველქართული სახელწოდება – მირკანი (მიჰრაკანი) ეტიმოლოგიურად ”მითრა”-დან იღებს სათავეს.
მოკლედ, წმინდა გიორგის მეგრულად ქვია ჯგე(რ)გე, ჯეგე, ან გეგე. მეგრულშივე დასტურდება ფუტკრისა და მეფუტკრეობის ღვთაების სახელი “ჯგერაგუნა”.
ჯგერგეში, ჯგირაგსა და ჯგერაგუნაში გამოიყოფა ზედსართავი “ჯგირი”, რაც დღევანდელ მეგრულში აღნიშნავს “კარგს”. ნაზმნარი სახელია, მოდინარეობს ჯობნა-ძლევის აღმნიშვნელი მეგრული ზმნიდან “რჯგინა”. ჯგ-ირ-ი – ეტიმოლოგიურად “ძლიერი”. უ-ჯგ-უშ-ი (მეგ.), უ-ჯგ-იშ-ი (ლაზ.) – უკეთესი, უმჯობესი.
მოკლედ, ჯგირი (“ძლიერი” => “კარგი”).
ამრიგად:
ჯგერ-გერგე => ჯგე(რ)გე: ძლიერი გიორგი, წმინდა გიორგი
ჯგერ-აგუნა: ძლიერი აგუნა, წმინდა აგუნა
სვანურში “ჯგირს” კურთხევის მნიშვნელობა შეუძენია. “ლიჯგრი” – კურთხევა, “ლჷჯგირ” – ნაკურთხი, კურთხეული
კომენტარები