9(27) აპრილი-იგრიკა-უფლის ჩვენისა იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ბზობის კვირიაკე.
იესო ზეიმით შესვლა იერუსალიმში-“მეორე დღეს სადღესასწაულოდ მოსულმა დიდძალმა ხალხმა გაიგო, რომ იესო იერუსალიმში მიდიოდა. აიღეს პალმის რტოები, მის შესაგებებლად გავიდნენ და იძახოდნენ: ოსანა! კურთხეულ არს უფლის სახელით მომავალი და მეფე ისრაელისა”- წლ. მოც. იოანე ( 13-12-13)
ტროპარი
დაფლულნი შენ თანა ნათლისღება, ქრისტე ღმერთო ჩვენო, უკვდავისა ცხოვრებისა ღირს ვიქმმენით აღდგომათა შენითა და სიხარულით ესრეთ ვღაღადებდით: ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში საბჭოთა, რუსმა ჯალათებმა დახოცა მშვიდიბიანი მოშიმშილეთა აქცია.
ძმანი და დანო! საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი, როდესაც ამ სამოცდაათი (70) წმის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში, პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე!- მერაბ კოსტავა.
1991 წმის 9 აპრილს რესპუბლიკის უზენაესი საბჭომ, დღის 12 საათზე და 30 წუთზე გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
1991 წლის 9 აპრილი-2023 წლის 9 აპრილი
32 წელი
სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ
დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა.
გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! გფარავდეთ ღმერთი!
ზვიად გამსახურდია
9 აპრილი – 2023 წელი
გიორგი კავკასიელის გამოსვლა -9 აპრილს გამართულ მიტინგზე, ვიდეო-რეპორტაჟი.
უნდა გავუფრთხილდეთ 9 აპრილის ეპოქალურ გამარჯვებას: ჩვენი ვალია ჩვენი სამშობლო გათავისუფლდეს რუსი ტერორისტული, საოკუპაციო ჯარებისგან და რუსული ხუნტის მემკვიდრე, საოკუპაციო მაფიოზური, რეჟიმისაგან…

ამბობს 1989 წლის 4-9 აპრილის მშვიდობიანი აქციის მინაწილე: გიორგი კავკასიელი

კომენტარები