29(16) -მარტი: ხსენება ამბროსი აღმსარებლისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა( ხელაია+ 1927წ)

1991 წლის 31 მარტს, 32 წლის წინ საქართველოს რესპუბლიკაში გაიმართა პირველი ეროვნული, საერთო-სახალხო რეფერენდუმი; აღნიშნული რეფერენდუმით ქართველი ერის ( მისახლეობა) აბსოლიტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დეკლარაციის საფუძველზე:
აი, რამდენიმე დოკუმენტი: ამომრჩეველთა რაოდენობა საქართველოში – 3 657 447
რეფერენდუმში მონაწილეთა რაოდენობა- 3 მილიონ 302 572 ათასი (90.3%) . საკითხის დადებითად გადაწყვეტის მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობა (“დიახ”)- 3 მილიონ 266 265 ათასი, რაც შეადგენს რეგერენდუმის მომაწილეთა 98.9 %-ს , ხოლო ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 89.3% -ს
საკითხი უარყოფითად გადაწყვიტია მომხრე ამომრჩეველთა რაოდენობის (“არა”)- 17 ათას 400, რაც შეადგენს რეფერენდუმის მონაწილეთა 0.53 % , ხოლო ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 89.3 % -ს.
რეფერენდუმის შესეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს , მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
1993 წლის 31 მარტს დაიბადა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თავკაცი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი და ჯერ ჯერობით ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, ეროვნული დამოიკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მთავარი ავტორი ბატონი ზვიად გამსაზურდია, მას 84 წელი შუსრულდებოდა.
2023 წლის 31 მარტი დღის 12 ( თორმეტ) საათზე, მთაწმინდის პანთეონში პრეზიდენტის საფლავის წინ გაიმართება ხსოვნისადმი შეკრება.
29 მარტი-2023 წელი
როგორც წმინდა მოციქულმა პავლემ ბრძანებს “თავისუფლებისათვის გავგვანთავისუფლა იესო ქრისტემ. მაშ იდექით და ნუღარ შეუდგებით მონიბის უღელს”
ყველა ჩვენთაგანისთვის აუცილებელია, ამ მძიმე ჟამს დავიცვათ წმინდა სისხლით მოპოვებული ჩენი სამშობლოს( სახელმწიფო) დამოუკიდებლობა: ყველამ უნდა იცოდეს რომ საქარგველოს სახელმწიფოს თავისუფლება არ წარმოშობილა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, როგორც სხვა რესპუბლიკების სახით. ჩვენ იძულებით ვიმყოფებოდით 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ჯოჯოხეთური სისტემაში(იმპერიაში) .
განაცხადა ერისა და ადამიანის უფლებათა ცნობილმა დამცველმა:
გიორგი კავკასიელმა( კერვალიშვილმა)
პს ნეტარ-ხსენებული კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია: “ჩემი სამშობლო 117 წლის განმავლობაში რუსეთისგან განიცდიდა მხოლოდ მწვავე დესპოტიას”
ამბროსი ხელაია საბჭოთა ჯალათებს: “რა გსურთ ჩემგან ჯალათებო? სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული საქართველოს, გვამს კი რა გნებავთ ის უყავით!
“მე 19-20 საუკუნეებში, ჩვენ საგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი-რუსეთის იმპერია, რომელმაც არმახული უნედურება მოუტანა ჩემს ხალხს-მიზნად ჩვენი კავკასიელი ხალხების ასიმილაცია და მოსპობა განიზრახა”-ზვიად გამსახურდია

კომენტარები